„ქართული ოცნების” საარჩევნო სიის დელეგატმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, გოჩა ენუქიძემ, მოსახლეობასთან შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.
როგორც ენუქიძის ფეისბუქ-გვერდზეგავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საირმის, ზოგიშის, ცაგერასა და ღვირიშის მოსახლეობასთან შეხვედრისას, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
„მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტიდან- საირმის, ზოგიშის, ცაგერასა და ღვირიშის მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც მათ აწუხებთ და ერთობლივად იმსჯელეს შესაძლებლობის ფარგლებში არსებული გამოწვევების დაძლევაში. 2012 წლიდან დღემდე ღვირიშის, ალპანისა და საირმის თემებში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, კვლავ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება პრიორიტეტული პროექტების განხორციელება, აქტიური მუშაობით სოფლებში არსებული გამოწვევები ეტაპობრივად მოგვარდება. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღინიშნა, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, რომელიც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ასევე დაანონსდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რაც განვითარებას მოუტანს თითოეულ სოფელს. მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“,- აღნიშნულია ენუქიძის ფეისბუქ-გვერდზე.