მმართველი პარტიის მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. ამჯერად ღონისძიებას წალკა და დმანისი მასპინძლობს.
სალომე ბაკურაძე, მირზა მოდებაძე და ბენდი და თიკა მახალდიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტში დღეს წალკაში მონაწილეობენ, დმანისში კი მსმენელის წინაშე ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები“ და „გორდელა“ წარდგებიან.
მონაწილეთა თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, კეთილდღეობა და ღირსებით სვლა ევროპისკენ და სწორედ ამიტომ, ისინი „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს.
წალკაში შეკრებილი ახალგაზრდები ამბობენ, რომ საქართველოს ახალ თაობას სურს განვითარება, ღირსეული სვლა ევროპისკენ და ღონისძიებას სწორედ ამიტომ ესწრებიან.
„ძალიან მიხარია, რომ იმართება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას განსაზღვრავს“,- აღნიშნა ადგილობრივმა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და წინ ევროპისკენ. რა თქმა უნდა, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ აზრი“, – განაცხადა ღონისძიების მაყურებელმა.