სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ ანაგასთან მოხდა, სადაც ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. ძლიერი შეჯახების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა და მთლიანად დაიწვა.
ავარიის შედეგად, ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები