„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მარნეულში მართავს.
პარლამენტის წევრი, ზაურ დარგალი, რომელიც ასევე, ,,ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატია, მმართველი გუნდის წევრებთან ერთად შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივების წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს და ერთობლივად იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
კომენტარები