როგორ უნდა დაეცეს ადამიანი და პარტია, როდესაც საარჩევნო შეხვედრის დროს დევნილებთან მიხვიდე და იქ იძალადო, – ასე გამოეხმაურა ანი წითლიძის და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრების მიმართ ზუგდიდში მოსახლეობის დაპირისპირებას გადაცემა „იმედი LIVE“-ში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
„ეს მოქნეული ფეხი თუ ხელი ხომ არის დევნილების მიმართ მოქნეული?! ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დევნილების მიმართ მოქნეული ხელი – ასეთი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ დევნილებისა და საზოგადოების მიმართ. ისინი ყველას მტრებად მიიჩნევენ გარდა საკუთარი დავალების მიმცემებისა, სინამდვილეში ვისი მონებიც არიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კომენტარები