ისინი არასდროს შეეგუებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ბოგინს და მათ მმართველობაში ყოფნას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ, რომელიც ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა.
„დევნილი მოსახლეობა მათგან სარგებელს არასდროს იღებდა და ეს მათ კარგად ახსოვთ. აქ რაც არის გაკეთებული, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა“, – განაცხადა კოდუამ.
ანი წითლიძეს და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებს ზუგდიდში მოსახლეობა დაუპირისპირდა.
კომენტარები