ისრაელი განაგრძობს სამხედრო მოქმედებებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტი განაცხადა.
„ომის ახალ ფაზაში არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი რისკებიც. „ჰეზბოლა“ გრძნობს, რომ დევნის ობიექტია და რომ სამხედრო ქმედებები გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ ისრაელელები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში. დროთა განმავლობაში „ჰეზბოლა“ გაზრდილ საფასურს გადაიხდის“, – განაცხადა გალანტმა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი განაგრძობს მძევლების სახლში დაბრუნების პროცესზე მუშაობას და „ჰამასის“ განადგურებას.
კომენტარები