“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ტუნაძეების, ქურდულისა და ახალი უბნის მოსახლეობას შეხვდა.
ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე. შეაჯამეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.
კომენტარები