“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: იყალთოს, რუისპირის, ახატელისა და ვარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა.
მოქალქეებთან შეხვედრისას, დელეგატმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა. აღნიშნულ სოფლებში მოძრაობს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები ემსახურებიან მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას.
ხოლო,სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სოფელ ვარდისუბანში კი ახალი სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებმა ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში იზეიმეს. დელეგატის თქმით, სოფელ რუისპირში ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები და ახლო მომავალში რუისპირის მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღი ექნება. ასევე, მოწესრიგდა წყალმომარაგების და გზების ინფრასტრუქტურა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, პარლამენტის წევრი – გელა სამხარაული, ქალაქის მერი – ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატები.