“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქედის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, დაბა ქედის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატი გაეცნო მოქალაქეთა საჭიროებებს, მამუკა თურმანიძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.
„გპირდებით, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, არჩევნებში გამარჯვებით ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი მუნიციპალიტეტის და თითოეული თქვენგანის უკეთესი მომავლისთვის.
26 ოქტომბერს ყველამ ერთად, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ხმა მივცეთ მშვიდობას „ქართულ ოცნებას!“ მზად ვარ, ოთხი წელი თავდაუზოგავად ვიყო თქვენს სამსახურში,“- განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
შეხვედრას ქედის, შუახევის და ხულოს დელეგატი საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი – როლანდ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – ამირან ცინცაძე ესწრებოდა.