„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის დელეგატ რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ქალაქ ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის, 26 მაისისა და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა.
დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
„მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს. უმრავლესობა თანადგომას და მხარდაჭერას გვიცხადებს, რაც დიდი სტიმულია გავუძღვე კეთილსინდისიერად ჩემს სამომავლო საქმიანობას“, – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.