ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – დავით დარჩია და სოფელ ბაილეთის, სილაურისა და ჯუმათის მოსახლეობას შეხვდნენ. ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ აქტიურად განვაგრძობთ ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს. სოფლებში და ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ვსაუბრობთ ამ არჩევნებში „ქართული ოცნების
“ გამარჯვების მნიშვნელობაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე. ვაფასებთ ჩვენი თანამოქალაქეების ძლიერ მხარდაჭერას! მჯერა, 26 ოქტომბერს მათთან ერთად გავიმარჯვებთ! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!,“– აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
კომენტარები