საფრანგეთის კონტრტერორისტული სამსახურის წარმომადგენლებმა ტერაქტის მომზადების ბრალდებით 2 არასრულწლოვანი გოგო დააკავეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, 14 და 17 წლის გოგონები შაბათს, ქალაქ ნიცაში დააკავეს.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში არასრულწლოვანთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას დამტკიცდა, რომ ტერაქტისათვის მზადება მიმდინარეობდა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ჩხრეკისას იარაღი არ აღმოუჩენიათ.
კომენტარები