ავტოსაგზაო შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზუბზუსთან მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ბავშვი დაიღუპა.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. მძღოლი კი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები