ბაღდათში, სოფელ დიდველას 23-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა – მოქალაქემ ვერიფიკაციის აპარატი დააზიანა.
თვითმხილველთა განცხადებით, საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეს პირადობის მოწმობა მოსთხოვეს, რის შემდეგაც მან აგრესიული ქმედებები დაიწყო. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კომისიის წევრებს და აცხადებდა, რომ იგი ოპოზიციის მხარდამჭერია. მან დააზიანა ვერიფიკაციის აპარატი და ცდილობდა, ხმის მიცემის აპარატის დაზიანებასაც.
ინციდენტის გამო შეუძლოთ გახდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რის გამოც საარჩევნო უბანზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
დაზიანებული აპარატები დაილუქა. მომხდარის გამო, უბანზე ერთი საათით საარჩევნო პროცესი შეჩერებული იყო.
როგორც გაირკვა, აღნიშნულ მოქალაქეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
კომენტარები