ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტერ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება რუსეთის სასარგებლოდ იცვლება.
„ახლა სიტუაცია ნელ-ნელა რუსეთისთვის სასარგებლოდ იცვლება, ვიდრე უკრაინისთვის. ამ ვითარებაში რთულია მოტივაცია გაუჩინო ამა თუ იმ მხარეს მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა მან.
პაველის თქმით, რუსეთის მხრიდან ისმის ულტიმატუმები, ხოლო უკრაინას თავისი გამარჯვების გეგმა აქვს შედგენილი. მოსკოვს და კიევს მხოლოდ საკუთარი გეგმების განხილვა სურთ.
კომენტარები