ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობის ეზოში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ე.წ. უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები ისევ გრძელდება.
„ტელეგრამის“ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი დემონსტრანტებთან გავიდა და მოთხოვნების ე.წ. პრეზიდენტისთვის გადაცემას დაჰპირდა.
მანამდე ე.წ. პარლამენტში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტისთვის კენჭისყრა გადაიდო.
თუმცა აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ე.წ. დეპუტატებმა ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ ხმა დღესვე მისცენ.
კომენტარები