ანალიტიკური სააგენტო DD Geopolitics საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს და აღნიშნავს, რომ არეულობა სულ უფრო ემსგავსება უკრაინულ მაიდანს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მომიტინგეებს ურიგებენ ნამცხვრებს, როგორც ამას 2013 წლის 11 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ვიქტორია ნულანდი და აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიეტი აკეთებდნენ კიევში სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებისთვის.
გარდა ამისა, სააგენტო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე სკოლის მოსწავლეებისადმი, რაც აგრეთვე უკრაინული გადატრიალების სცენარს ემთხვევა.
კომენტარები