საქართველოში ფემიციდის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა – სენაკში კაცმა ცოლი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა – დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
კომენტარები