ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება, – განუცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სპორტსმენმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს.
დეპუტატი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმას ლიბერალური ბაბლის მხრიდან ბულინგი მოჰყვა.
„ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი [ოპოზიციის მხარდამჭერების] მხრიდან. პირველ რიგში ეს მათ აყენებთ ზიანს გამომდინარე იქიდან, რომ თითქოს ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ. ამას ყველა ხვდება და აცნობიერებს. ეს მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.
კომენტარები