საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები იკლებს, რაც მოსალოდნელი იყო.
„სულ უფრო ბევრი ადამიანი გაერკვა არსებულ სიტუაციაში. მიხვდნენ, რომ შეცდომაში შეჰყავდათ და ევროინტეგრაცია არავის გაუჩერებია. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაუკვირდება, ვის გვერდით დგანან, რა მიზნებს ემსახურებიან და კიდევ უფრო ნაკლები შეუერთდება მათ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
კომენტარები