რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი იმყოფება. მომიტინგეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა მიმდებარე მონაკვეთზე იმყოფებიან.
რაც შეეხება სამართალდამცველებს, ამ დროისთვის ისინი არ დგანან არც ჭიჭინაძის და არც 9 აპრილის ქუჩებზე. საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა მცირე ნაწილი პარლამენტის შენობის წინ იმყოფება.
პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დილიდან იყვნენ შეკრებილები. ისინი პრეზიდენტის არჩევნებს აპროტესტებდნენ, რომელიც პარლამენტში დღეს გაიმართა. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
კომენტარები