გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მას სატელეფონო საუბარი ექნება ვლადიმირ პუტინთან, რათა მოუწოდოს მას, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
„მე ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს და მას კიდევ ერთხელ დაველაპარაკები, მაგრამ ყოველთვის მკაფიოდ, რათა მან გაიგოს, რომ მისი წვლილი არის ომის დასრულება, აგრესიის შეჩერება და ჯარების გაყვანა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
კომენტარები