უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რუსეთთან ბიზნესის წარმოების სურვილი, უსაფრთხოების საკითხია როგორც სლოვაკეთისთვის, ასევე მთლიანად ევროპისთვის.
ზელენსკის თქმით, მოსკოვი მნიშვნელოვან ფასდაკლებას აძლევს ფიცოს, თუმცა ამის საფასურს სლოვაკეთი იხდის.
„ასეთი ფასდაკლებები [ენერგომატარებლებზე] უფასო არ არის – ამის საფასურს რუსეთს სუვერენიტეტით ან ჩრდილოვანი სქემებით უხდიან. ეს საინტერესო უნდა იყოს სლოვაკეთის სპეციალური სამსახურებისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები