რომის პაპი ფრანცისკე საშობაოდ ომის ყველა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ Voice of America ავრცელებს.
რომის პაპმა დაგმო უკრაინასა და ღაზაში სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვის სისასტიკე.
„დაე, იარაღი გაჩუმდეს და საშობაო ჰიმნი აჟღერდეს!“ – აღნიშნა რომის პაპმა.
„მოდით ვილოცოთ, რომ შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტა იყოს ომის ყველა ფრონტზე, უკრაინაში, წმინდა მიწაზე, მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში“, – დასძინა მან.
კომენტარები