აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
„ყოფილი პრეზიდენტი კარგად იქნება. მას ციებ-ცხელება განუვითარდა, რის გამოც შემოწმება გადაწყვიტა“, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბილ კლინტონს გამოკვლევა და ტესტირება ჩაუტარდება ვაშინგტონის საავადმყოფოში.
კომენტარები