ახალციხეში ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ცნობილი ქართველი მომღერლების გალა კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
მსმენელის წინაშე მანანა თოდაძე, აჩიკო ნიჟარაძე და კოტიკო ყიფიანი წარდგნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო ფოტოგადაღების კუთხეები, შემეცნებით-გასართობი სივრცეები, სანტას სოფელი და საშობაო ბაზრობა.
მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდა. ბავშვების განწყობაზე კი სანტამ ელფებთან ერთად იზრუნა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება უკვე გაიმართა ნინოწმინდასა და ახალქალაქში. 27 დეკემბერს კი “ახალი წლის დღეებს” ადიგენი უმასპინძლებს.
კომენტარები