აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, საჭიროა ჯერ მომხდარის სრული გამოძიება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მომხდართან დაკავშირებით გამართულ თათბირაზე განაცხადა.
„ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავმა, რომელიც მიფრინავდა ბაქო-გროზნოს მარშრუტით, ამინდის გაუარესების გამო კურსი შეიცვალა და გაემართა აქთაუს აეროპორტისკენ, დაშვებისას მოხდა ავარია. ავიაკატასტროფის მომენტები მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ასე რომ, ყველას შეუძლია, ნახოს. თუმცა ჩვენთვის უცნობია ავარიის მიზეზები. არის სხვადასხვა ვერსიები. ვფიქრობ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. საკითხი სრულად უნდა იყოს გამოძიებული. გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის საზოგადოება რეგულარულად იქნება ინფორმირებული როგორც კომისიის მუშაობის შედეგების, ასევე სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ“, – განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ, დღეს „აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟს ხუთი წევრი იმყოფებოდა.