საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
მერიის შენობის მიმდებარედ განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტო-გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. დღევანდელ საახალწლო ღონისძიებებს გალა-კონცერტი დაასრულებს.
ამასთან, ახალი წლის დღეების“ ფარგლებში, დატვირთულ საახალწლო აქტივობებს დღეს ხობიც მასპინძლობს. ქალაქის ცენტრში მოეწყო სხვადასხვა დეკორაცია, განთავსდა ხის საახალწლო სახლები. საღამო კი კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.
კომენტარები