ოპოზიციას, რომლის წარმომადგენლებსაცჯიბეში უდევთ ქართული პარლამენტის მანდატი და შეუძლიათ ქართულ პარლამენტში შევიდნენ, იყონ ჩემს დელეგაციაში და აქაურ პლენარული სხდომის დარბაზში შევიდნენ, ვერ შედიან იმიტომ, რომ ქართულ პარლამენტში არ არიან შესულები და დერეფანში სავარძლებზე სხედან, ეს მათ სისულელეზე, სისუსტესა და პოლიტიკური გამჭრიახობის არქონაზე მეტყველებს, – განუცხადა ჟურნალისტებს სტრასბურგში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
„ისინი [ოპოზიცია] რომ იყვნენ ქართულ პარლამენტში, ჩემს დელეგაციაშიიქნებოდნენ როგორც ოპოზიციონერები, ჩემთან ერთად იქნებოდნენ პლენარულდარბაზში სადაც მე და გივი მიქანაძესიტყვით გამოვდივართ და პლენარულდარბაზშივე შეძლებდნენ საჯაროდ ჩემთან დაპირისპირებას. მათ ეს პოლიტიკურიშესაძლებლობა არ გამოიყენეს და დერეფანში რომ ჩავივლი, ხან რომელ კაბინეტთან არიან ატუზულები და ხან რომელთან. ეს არც მათ მატებს ღირსებას და არც იმ საქმეს ადგება, რომელიც მათი საქმეცაა. ამიტომ არის მათი ქმედებაანტისახელმწიფოებრივი და ამას აქ ყველა ხედავს და ჩუმადაც ამბობს, მაგრამ, საჯარო დისკუსია სხვა თემაა“!, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.