კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 2021 წლის არჩევნებში ალბინ კურტის პარტიამ, „თვითგამორკვევის მოძრაობამ“ 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.
თუ მმართველი პარტია ამჯერად უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, არჩევნების შემდეგ მას, შესაძლოა, კოალიციური მოლაპარაკებების წარმოება მოუწიოს.
პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარი ოპონენტები არიან „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ და „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“, რომელიც კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის ყოფილი მებრძოლების მიერ არის დაფუძნებული.
კომენტარები