გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ გურიის რეგიონში დიდთოვლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ყურადღების მიღმა არც ერთი მოქალაქე არ დარჩება.
„არსებობს ისეთი სოფლები, სადაც ჯერჯერობით, გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, ყველა სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში. არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა. აბსოლუტურად ყველა სოფელში, ყველა ოჯახში მივალთ’, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
საქართველოს უმეტეს რეგიონში დიდთოვლობაა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გუშინ გურიის რეგიონში ჩავიდა და საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა. პრემიერის განცხადებით, სტიქიასთან საბრძოლველად სრულად იქნება კოორდინირებული და მობილიზებული ყველა უწყება.