ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ინტენსიურად მოსულმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა საქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე ცალკეულ უბნებში შეფერხდა ტექნიკის გადაადგილება, რის გამოც გართულდა გზების ბოლომდე გაწმენდა თოვლის საფარისგან. დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.
„მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იწმინდება ტროტუარები, მაგრამ გვაქვს ქალაქში ისეთი უბნები, სადაც მათი რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის შეყვანა. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიებს, რომლებმაც უზრუნველყვეს ქალაქისათვის დენის და გაზის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში”, – განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.