უსაფრთხოების მიზნით, ამ ეტაპისთვის, ქირით 37 ოჯახია გაყვანილი, – განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ქალაქში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას.
მისივე თქმით, გაწმენდითი სამუშაოების 95% დასრულებულია.
„ყველა ცენტრალური გზა და საკვანძო მონაკვეთი გზის აღდგენილია. ამავდროულად მიმდინარეობს როგორც დამაკავშირებელი, შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. პრაქტიკულად, გაწმენდითი სამუშაოების 95% დასრულებულია.
ამ ეტაპისთვის, ქირით 37 ოჯახია გაყვანილი, სადაც შეიქმნა საშიშროება, როგორც სახურავის, ასევე მიშენებების ნაწილში“, – აღნიშნა ბათუმის მერმა.
კომენტარები