ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში ზუგდიდის მერის სტიპენდიატებს უმასპინძლეს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცეს.
ზუგდიდის მერმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა მიღწეული წარმატებისთვის. მამუკა წოწერიამ ახალგაზრდულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, ვუმასპინძლეთ ზუგდიდელ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური შედეგებით და მიენიჭათ ზუგდიდის მერის სტიპენდია. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ამ შრომისთვის და აკადემიური მოსწრებისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდული და განათლების მიმართულებით ზუგდიდის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულს, მომავალ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები განათლებითა და გამოცდილებით უდიდეს სამსახურს გაუწევენ როგორც ზუგდიდს, ასევე სრულიად საქართველოს“, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
სტუდენტებს სიტყვით მიმართა მხარის რწმუნებულმა დავით ვერავამ.
„ახალგაზრდობის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. განათლებული ახალგაზრდობა არის ქვეყნის და ამ რეგიონის მომავალი. მერიას 104 სტიპენდიატი ჰყავს, ამ სტუდენტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ ვაფინანსებთ, მათი ხელშეწყობა კი კიდევ უფრო გაიზრდება“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
ღონისძიების დასასრულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუდენტებს ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერებინეს.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს ახალგაზრდული მიმართულებით 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია:
ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა – მერის სტიპენდია;
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;
არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.
2024-2025 სასწავლო წლის მერის სტიპენდია 104 სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდა 80 ახალგაზრდა.