მიმდინარეობს ყველა სოფელთან მისასვლელი გზის წმენდა. უმეტესი ნაწილი უკვე აღდგენილია, – განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
„სერიოზული პროგრესი გვაქვს როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხითაც. ფაქტობრივად, უკვე ყველა ყველა აბონენტი აღდგენილია, რჩება გარკვეულ ადგილებში წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნება აღმოფხვრილი. აღდგენილია იგივე რეჟიმში, მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების მიწოდება. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ როგორც მუნიციპალიტეტები, ასევე რწმუნებულის ადმინისტრაცია. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, მობილიზებულია სოფლებში მიკროშტაბები, სადაც ხდება მოქალაქეებისთვის პროდუქტების და მედიკამენტების გადაცემა რა თქმა უნდა სოფლის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ურუშაძემ.