გაწმენდილი გვაქვს უკლებლივ ყველა სოფლის ცენტრალური გზა და უკვე გადავედით შიდა საუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებზე, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ. მისი თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ყველა სოფელში.
„მინდა მადლობა ვუთხრა „ნიუ როუდს“ და უშუალოდ დავით ჟღენტს მხარდაჭერისთვის და ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში. ელექტროენერგია უკლებლივ ყველა სოფელს მიეწოდება. რამდენიმე სოფელში გვაქვს შეზღუდვები ბუნებრივი აირის კუთხით, მაგრამ „სოკარის“ წარმომადგენლობა აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს ძალიან მალე აღუდგეთ ბუნებრივი აირის მიწოდება“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა.
კომენტარები