ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს არჩევნებში, მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ისარელის პრემირ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაწერა.
„ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი იმარჯვებს არჩევნებში, მემარცხენე „დიფ სთეითი“ მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებს, რათა ხელი შეუშალოს ხალხის ნებას. ისინი ვერსად გაიმარჯვებენ! ჩვენ ერთად ვდგავართ მტკიცედ“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
როგორც გამოცემა Times of Israel წერს, ისრაელის პრემიერის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, პოლიციამ დაკითვის მიზნით დააკავა ორი ეჭვმიტანილი ნეთანიაჰუს თანაშემწეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გამოძიება სწავლობს პრემიერ-მინისტრის ერთი ან მეტი თანაშემწეის მიერ კატარიდან ათასობით დოლარის შესაძლო მიღების საკითხს.
გამოცემა Times of Israel ასევე წერს, რომ თავდპირველად ნეთანიაჰუმ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა და იგივე ტექსტი თავის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა.