ანკარაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. სტუდენტები სტამბოლის მერის დაკავებას აპროტესტებდნენ.
თურქეთის პოლიციამ ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა. ოპოზიცია მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. საპროტესტო გამოსვლებია სტამბოლშიც.
„სტამბოლის მერის დაკავებით მათ დააკავეს 16 მილიონიანი ქალაქის ნება. თუ ამას შევეგუებით, თურქეთში დემოკრატია დასრულდება. იმას, რაც დღეს ხდება, თავისი სახელი აქვს. ეს არის გადატრიალების მცდელობა“, – განაცხადა „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ოზგიურ ოზელიმ.
კომენტარები