აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას განათლების დეპარტამენტის გაუქმების დაწყების შესახებ.
ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ტეხასისა და ფლორიდის შტატების გუბერნატორების, განათლების მდივან ლინდა მაკმეჰონისა და სხვა პირების თანდასწრებით.
ამერიკელი ლიდერის თქმით, უწყების შექმნიდან 45 წელზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ ერთ მოსწავლეზე განათლებაზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა.
„მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ წარმატების დონის მიხედვით სიის ბოლოში ვართ“, – დასძინა მან ამერიკულ სკოლებში სწავლების დონის შეფასებისას.
მანამდე თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა განაცხადა, რომ ტრამპის ბრძანება, რომელიც განათლების დეპარტამენტის გაუქმებას ისახავს მიზნად, მიმართული იქნება უწყების თანამშრომელთა რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებისა და გათავისუფლებული სახსრების შტატებისთვის გადაცემისკენ.