ისრაელი ღაზის სექტორის ნაწილის ანექსირებას განახორციელებს, თუ „ჰამასი“ ტყვეობაში დარჩენილ მძევლებს არ გაათავისუფლებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამხედროებს არაბულ ანკლავში პალესტინელების ევაკუაციის ბრძანება მისცა. ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები გააძლიერებენ სამხედრო მოქმედებებს „ჰამასის“ წინააღმდეგ, რაც ასევე მოიცავს სახმელეთო ოპერაციას.
„ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ კვლავ უარს თუ იტყვის მძევლების გათავისუფლებაზე, მე დავავალე ისრაელის არმიას, დაიპყროს დამატებითი ტერიტორიები, გაიყვანოს მოსახლეობა და გააფართოოს უსაფრთხოების ზონა ღაზის გარშემო ისრაელის თემებისა და ისრაელის ჯარისკაცების დასაცავად, ისრაელის მიერ ტერიტორიის მუდმივი კონტროლის გზით. ვიდრე „ჰამასი“ განაგრძობს უარის თქმას, ის დაკარგავს სულ უფრო მეტ მიწას, რომელიც დაემატება ისრაელს“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.