არსებობს ასეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ ყველა უინსტონ ჩერჩილივით უნდა ვიყოთ, რადგან რუსები ევროპაში მარშით გავლას აპირებენ. ვფიქრობ, რომ ეს აბსურდია. რუსებს არ სურთ ევროპაში მარშით გავლა, 100% – განაცხადა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა.
„რაში სჭირდებათ მათ უკრაინის შთანთქმა? რა მიზნით? მათ არ სჭირდებათ უკრაინის შთანთქმა. ეს ღაზის ოკუპაციას მსგავსი იქნებოდა. რატომ სურთ სინამდვილეში ებრაელებს ღაზის ოკუპაცია მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში? ეს მათ არ სურთ. მათ იქ სტაბილურობა სურთ. რუსებსაც აქვთ ის, რაც მათ სურთ. მათ დაამყარეს კონტროლი იმ ხუთ რეგიონზე. მათ აქვთ ყირიმი. მათ მიიღეს ის, რაც უნდოდათ. რაში სჭირდებათ მეტი?“, – განაცხადა უიტკოფმა.
უიტკოფმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან სწორი გარიგება უნდა დაიდოს. „ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ უფლება უკრაინას, რომ მესამე მსოფლიო ომში ჩაგვითრიოს“, – აღნიშნა უიტკოფმა.