ექიმის ცნობით, პაპ ფრანცისკეს საავადმყოფოდან ხვალ, 23 მარტს, გამოწერენ.
საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პაპს ვატიკანში ორი თვის განმავლობაში დასვენება დასჭირდება.
მანამდე, ვატიკანმა განაცხადა, რომ პაპი კვირას საჯაროდ გამოსვლას აპირებს. საავადმყოფოში ყოფნის დროს პაპი საჯაროდ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა – ვატიკანმა გასულ კვირას მისი ფოტო გაავრცელა.
პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, თავდაპირველად სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს.
კომენტარები