ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. პალესტინური მხარის ცნობით, იერიშს ბოლო 48 საათის განმავლობაში 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია 264-ზე მეტი. ისრაელმა იერიში სამხრეთ ლიბანზეც მიიტანა. დაღუპულია ორი, დაშავებულია 8 ადამიანი. მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც.
თელ-ავივის ცნობით, ლიბანზე მიტანილი იერიში ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტის გაშვებაზე, საპასუხო რეაქცია იყო.
კომენტარები