თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციები საპროტესტო უფლების ბოროტად გამოყენება იყო და ბრალი დასდო მომიტინგეებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობასა და პოლიციაზე თავდასხმაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
„ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევას“, – აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
„მკაფიოდ გაფრთხილებთ: არავინ სცადოს ჩვენი ახალგაზრდებისა და ჩვენი ხალხის საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ფარად გამოყენება“, – დასძინა მან.
თურქეთში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე სამართალდამცველებმა1 133 ადამიანი დააკავეს.
თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ეკრემ იმამოღლუ დააკავეს.