რუსეთს ფედერაციის საბჭოს სენატორი, გრიგორი კარასინი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის დელეგაციასთან გუშინ გამართულ მოლაპარაკებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დიალოგი რთული, მაგრამ ორივე მხარისთვის სასარგებლო იყო.
„განიხილებოდა ყველაფერი, იყო დატვირთული, რთული დიალოგი, მაგრამ საკმაოდ სასარგებლო ჩვენთვის და ამერიკელებისთვის. ჩვენ უამრავი პრობლემა განვიხილეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ გადავწყვიტეთ, ყველაფერში არ დავეთანხმეთ ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ ასეთი საუბარი შედგა, ვფიქრობ, ძალიან დროულია ახალი ადმინისტრაციისა და პოლიტიკოსების მოსვლით, რომლებიც საექსპერტო ჯგუფებთან შეხვედრაზე ჩამოვიდნენ“, – თქვა კარასინმა.
მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ის მოლაპარაკებები საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაეროს მონაწილეობით გაგრძელდება.
„ჩვენ მას გავაგრძელებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვით, პირველ რიგში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ცალკეული ქვეყნების მონაწილეობით. საერთო ჯამში, კონსტრუქციული დიალოგის შთაბეჭდილება იქმნება, რომელიც ყველას სჭირდება. ამერიკელებიც არიან ამაში დაინტერესებულნი“, – დასძინა მან.