რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, ლიფტების სრული მოდერნიზაციის პროექტი გრძელდება. პირველ ეტაპზე, ახალი ლიფტი, 109 მისამართზე დამონტაჟდება. აქტიური სამუშაო პროცესი, ამ მომენტისთვის 30 ადგილზე მიმდინარეობს. სატენდერო პროცედურები დაწყებულია კიდევ 73 ლიფტის მოდერნიზაციისთვის.
ჯამში, 2025 წელს, ახალი ლიფტი რუსთავში, 182 მისამართზე მოეწყობა.
პროექტის განხორციელება, რუსთავის მერიამ, 2022 წელს დაიწყო. 2025 წლის ბოლომდე კი ახალი ლიფტი რუსთავში, 500-ზე მეტ მისამართზე იქნება დამონტაჟებული.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება რუსთავში ამორტიზებული ლიფტების ახალი, თანამედროვე, უსაფრთხო ლიფტებით ჩანაცვლება. პრემიერის მხარდაჭერით, ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს, რომელიც დღეს რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. აქტიურად მიდის სამუშაოები, რომ ეს მთავარი გამოწვევა ჩვენი ქალაქისთვის, დაძლეული იყოს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.