უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი საშა ბოროვიკი კულუარულ დეტალებზე საუბრობს:
“საახალწლოდ ჩემს “ფეისბუქის” გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის მილოცვის ალტერნატიული ტექსტი დავდე. მაშინ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო. პოროშენკომ წაიკითხა ტექსტი და ახალი წლის ღამეს სამჯერ დაურეკა სააკაშვილს თხოვნით, რომ პოსტი წამეშალა.
სააკაშვილმა მას აუხსნა, რომ ჩემს “ფეისბუქს” არ აკონტროლებს. სააკაშვილი ყოველთვის გადმომცემდა ხოლმე, რა რეაქცია ჰქონდა პოროშენკოს ჩემს პოსტებზე, მაგრამ, რა საკვირველია, არასდროს უთხოვია რაიმეს წაშლა”, – იხსენებს ბოროვიკი.
საშა ბოროვიკი ამბობს, რომ პოროშენკომ შესაძლოა, პროცესი გააგრძელოს და უკრაინის მოქალაქეობა სააკაშვილის გუნდის ყველა წევრს, თვით სააკაშვილის ჩათვლით, ჩამოართვას:
“ცხადია, სააკაშვილი ბოროვიკი არ არის. მას, ჩემგან განსხვავებით, მეორე ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს. ის გახდება აპატრიდი (აპატრიდი – მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც არ არის მოცემული სახელმწიფოს მოქალაქე და არ გააჩნია საბუთი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეა. აპატრიდად ჩაითვლება ის პირიც, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა და არ იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას) და მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდება.
ამიტომ ეს ქმედება, თუ მას პოროშენკო მიმართავს, წმინდა წყლის შანტაჟი იქნება. სააკაშვილმა ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაგეგმოს, წინასწარ განსაზღვროს, როგორ უნდა იმოქმედოს ასეთი საშიშროების პირობებში.
თუ ის ოლიგარქიული ისტებლიშმენტის კრიტიკას გააგრძელებს, მაშინ უნდა გააცნობიეროს, რომ შესაძლოა, აპატრიდად იქცეს. და ჯერ ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოება ამაზე იმდენად აღშფოთდება, რომ მის ხმას ყური დაუგდონ. მოსამართლეებიც პრეზიდენტის მხარეს იქნებიან, მის კონტროლქვეშ არიან და იმიტომ…”, – ამბობს საშა ბოროვიკი.
წყარო: allmedia.ge