ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.
ძლიერმა ქარმა ქალაქში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დააზიანა, რის გამოც, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. ამ დროისათვის აბონენტების უმეტესობას ელექტრონერგიის მიწოდება აღუდგა.
უამინდობის გამო, დაგვიანებით შესრულდა სტამბოლი-ბათუმის რეისი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებდა.
ძლიერი ქარის გამო, პიაცას მოედანთან სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
კომენტარები