”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც არის პასუხისმგებელი, რომ ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია დახვეწოს.
”პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა წარსულში „ქართულ ოცნებას“ და არა რომელიმე პერსონას.
„ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც არის პასუხისმგებელი, რომ ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია დახვეწოს, გახადოს გაცილებით უკეთესი და ისეთი კონსტიტუცია მიიღოს, რომელიც იქნება დემოკრატიული, რომელიც იქნება ამავდროულად პლურალისტული და უზრუნველყოფს სტაბილურ განვითარებას ჩვენი ქვეყნისას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები